ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სტიპენდიები ხელოვანთათვის

სტიპენდია სახვითი ხელოვნების, დიზაინის, კინოს, მუსიკისა და არქიტექტურის, ასევე სამსახიობო, სარეჟისორო, ცეკვისა და ქორეოგრაფიის დარგის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში აიმაღლონ კვალიფიკაცია ხარისხის გარეშე.

საბუთების პაკეტი წარმოდგენილ უნდა იქნას სამ ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი არა დედანი, არამედ ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი და მისი ორი ასლი).

დიპლომები თავისი ნიშნების ფურცლით ნოტარიუსის გარდა შესაძლოა დაამოწმოს უმაღლესმა სასწავლებელმა.

ფორმულარი ივსება გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. თარგმანები შეიძლება შესრულებულ იქნას, როგორც გერმანულ, ისე ინგლისურ ენაზე. ორივე შემთხვევაში არჩევანი კეთდება იმ ენის სასარგებლოდ, რომელ ენაზეცაა დაგეგმილი კვლევა.

საბუთები ჩაბარებული უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობის მიხედვით.

• Online- ფორმულარი - (ფორმულარის სრულყოფილად შევსების შემდეგ საჭიროა მისი ამობეჭდვა).

• 3 ფოტოსურათი (სამივე ფოტო ორიგინალი)

• ავტობიოგრაფია (CV)

• სამოტივაციო წერილი, რომელშიც ზუსტად და თანმიმდევრულად იქნება ჩამოყალიბებული კონკურსანტის პირადი და პროფესიული მიზნები სამაგისტრო კურსთან მიმართებაში.

• გერმანელი პროფესორის თანხმობა ხელმძღვანელობაზე, რომელიც კონკრეტულად ეხება სასწავლო პროგრამას

• ერთი ქართველი პროფესორის რეკომენდაცია (ივსება შესაბამისი ფორმულარი).

• დიპლომი (ბაკალავრის, 5-წლიანი სწავლების ან მაგისტრის) ნიშნების ფურცელთან ერთად (მას შემდეგ რაც დოკუმენტი ითარგმნება უნდა დამოწმდეს იგი ნოტარიუსის მიერ).

• საშუალო სკოლის ატესტატი ნიშნების ფურცელთან ერთად (მას შემდეგ რაც დოკუმენტი ითარგმნება გერმანულ ენაზე, საჭიროა მისი ნოტარიული დამოწმება).

• გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა. გერმანული ენის სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში კონკურსანტი წერს DAAD-ს საინფორმაციო ცენტრის მიერ შემოთავაზებულ ენის ტესტ ს - onDaF- ს.

• კონკურსებში/გამოფენებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები (თუკი არსებობს) ნამუშევრები:

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების გარდა უნდა წარმოადგინონ ნამუშევრები.

სტიპენდიის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ სასწავლო წელს. არასრული საბუთები არ განიხილება! 2009 წლის 30 ოქტომბრის (18:00 სთ.) შემდეგ საბუთები აღარ მიიღება!!!

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართებზე: www.daad.de/extrainfo, http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325

ან მიმართეთ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები