სტიპენდიები საინფორმაციო ტექნოლოგიებში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ფინეთში
აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი (UEF, Joensuu campus) და ლაპეენრანტას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (LUT) აცხადებენ სტუდენტების მიღებას 2011 - 2013 სასწავლო წლების განმავლობაში საერთაშორისო მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად საინფoრმაციო ტექნოლოგიებში. პროგრამა ჩატარდება ინგლისურ ენაზე. წარჩინებული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდიების გამოყოფა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
• ფინეთის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის დროისათვის ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს (180 კრედიტი) კომპიუტერულ მეცნიერებებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში, საკომუნიკაციო ინჟინერიასა ან მონათესავე დარგებში;
• სრულფასოვნად ფლობდნენ ინგლისურ ენას (TOEFL - ხელნაწერი ტესტი 580 ქულა, კომპიუტერული ტესტი 237 ქულა, ინტერნეტ ტესტი 92 ქულა ან 6.5 ქულა იელტური შეფასებით).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში გავლილ სასწავლო კურსებში მიღებული შეფასებების დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია (ორიგინალი ინგლისურ ენაზე ან ასლი ინგლისურ ენაზე ოფიციალურად დამოწმებული თარგმანთან ერთად);
• პროგრამით გათვალისწინებულ სფეროებში მიღებული ბაკალავრის დიპლომის დამოწმებული ასლი (თუ კანდიდატი იმყოფება ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე, დიპლომის ასლი უნდა გაიგზავნოს არაუგვიანეს 2011 წლის 2 აგვისტოსი);
• რეზიუმე (CV) (A4 ფორმატის ერთი გვერდი);
• სარეკომედაციო წერილი მშობლიური უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური ხელმძღვანელობისაგან;
• ინგლისურ ენაში TOEFL -ის ან იელტური გამოცდის ჩაბარების შედეგად მიღებული სერტიფიკატი, რომელიც უნდა გაიგზავნოს უშუალოდ გამომცდელისაგან;
• ამონარიდი პროგრამით გათვალისწინებულ თემებზე ინგლისურ ენაზე დამუშავებული კვლევითი ნაშრომიდან (კვლევა, მოხსენება, ესე, ხელოვნების ნაწარმი, ლიტერატურული ანალიზი და სხვა).
ყველა გაგზავნილი დოკუმენტაცია და ასლები უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.