სტიპენდიები ქართველი,სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის
განცხადებები
კონრად ადენაუერის ფონდი აცხადებს კონკურსს ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად.
გსურთ გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ან სადოქტორო ნაშრომზე მუშაობა? გსურთ სადოქტორო ნაშრომის ფარგლებში კვლევის ჩატარება? გსურთ "Aufbaustudium" ან "Programmstudium"-ის დამთავრება გერმანიაში?
- თუკი თქვენი შედეგები სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში საშუალოზე მაღალია;
- თუკი თქვენ პოლიტიკური და სოციალური სფეროები გაინტერესებთ;
- თუკი თქვენ მზად ხართ თქვენს თავზე აიღოთ გერმანიაში სწავლის დამთავრების შემდგომ, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე, სამეცნიერო, ადმინისტრაციულ, კულტურულ და პუბლიცისტურ სფეროში საპასუხისმგებლო პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი დავალებები.
სტიპენდიის მისაღებად თქვენი მონაცემები მიაწოდეთ კონრად ადენაუერის ფონდს.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11