ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სტიპენდიები პროგრამისათვის „კულტურის მენეჯერები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან“ 2010/11

Robert Bosch Stiftung აცხადებს კონკურსს 12 სტიპენდიის მოსაპოვებლად პროგრამაში
„კულტურის მენეჯერები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან" 2010/11, რომელიც ითვალისწინებს გერმანიაში კულტურის მენეჯმენტში 13 თვიან სტაჟირებას.

სტიპენდიანტები მთელი გერმანიის მასშტაბით (გარდა ბერლინისა) მასპინძელ ორგანიზაციებში იმუშავებენ და ინოვაციურ პროექტებში თავიანთი ქვეყნის ახალგაზრდა ხელოვნებასა და კულტურას წარმოადგენენ.

პროგრამის განუყოფელი ნაწილია კვალიფიკაციის ამაღლების კურსები პროექტების დაგეგმარებაში, სახსრების მოზიდვაში, პრესასა და საზოგადოებასთან მუშაობაში და მოლაპარაკებების წარმოებაში.

მომავალი სტიპენდიანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- უნდა ჰქონდეს კულტურის მენეჯმენტში ან პროექტებში მუშაობის გამოცდილება
- უნდა იყოს ცენტრალური-, აღმოსავლეთ- ან სამხრეთ-დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყნიდან
- უნდა იცნობდეს და გააჩნდეს კონტაქტები მშობლიური ქვეყნის ხელოვნებისა და კულტურის ახალგაზრდა სცენასთან
- კარგად ფლობდეს გერმანულ ენას
- უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება
- უნდა იყოს მონდომებული და დამოუკიდებელი

ჩვენ გთავაზობთ:

- ყოველთვიურ სტიპენდიას 1000 ევროს ოდენობით
- მგზავრობის ხარჯებს გერმანიაში და კვალიფიკაციის კურსებზე
- ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევისა და ზარალის დაზღვევას
- დამატებით დახმარებას სტიპენდიის დროს და სამშობლოში პროფესიული საქმიანობის დაწყებისათვის
- მოსამზადებელ სემინარს 2010 წლის ოქტომბერში, რეგულარულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს
- კონტაქტების დამყარებას Robert Bosch Stiftung სხვა პროგრამებთან და კულტურისა და განათლების პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვან სფეროებთან თუ პირებთან.

ელექსტრონული განაცხადის შევსება გერმანულ ენაზე შესაძლებელია 2010 წლის 14 მარტამდე მხოლოდ პროგრამის ვებგვერდზე: www.moe-kulturmanager.de

 

ბანერები