ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სტიპენდიები ჟურნალისტებისათვის ბერლინში

ბერლინის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ერთი წლით სამეცნიერო-ჟურნალისტურ პროექტზე ბერლინში სამუშაოდ. ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრი გთავაზობთ სამი სახის სტიპენდიას: 1. 800-დან 1000 ევრომდე ოდენობის ყოველთვიური სტიპენდია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალისტებისათვის, რომელთაც გააჩნიათ 5 წლის სამუშაო გამოცდილება; სტიპენდიის ხანგრძლივობა: 10 თვე.

2. 1100-1500 ევროს ოდენობის ყოველთვიური სტიპენდია აღმოსავლეთ და შუა ევროპის ჟურნალისტებისათვის, რომელთაც გააჩნიათ 5 წლის სამუშაო გამოცდილება. სტიპენდიის ხანგრძლივობა: 10 თვე.

3.1300 ევროს ოდენობის ყოველთვიური სტიპენდია მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მფლობელი ჟურნალისტისათვის (ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნებიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან). სტიპენდიის ხანგრძლივობა: 12 თვე.მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც შტატიან ისე შტატგარეშე ჟურნალისტებს.საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 1 ნოემბერი.

დამატებითი ინფომაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი: www.ejf.fu-berlin.de

ან მიმართეთუნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები