სტიპენდიები იუნესკოს პროგრამული პრიორიტეტების (2010-2011) მხარდასაჭერად
სტიპენდია საშუალებას აძლევს კანდიდატებს გაიარონ ტრეინინგი, აწარმოონ კვლევა, გაიუმჯობესონ პროფესიული უნარ-ჩვევები, დაესწრონ სპეციალიზირებულ პროფესიული განვითარების კურსებს მათ მიერ შერჩეულ საგანმანათლებლო თუ კვლევით დაწესებულებაში (რეკომენდირებულია იმავე რეგიონიდან სადაც კანდიდატი ცხოვრობს).
პრიორიტეტი ენიჭებათ ქალებს და განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საუნივერსიტეტო განათლება - მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი (BA; BSc)
ასაკი არაუმეტეს 45 წელი
სფეროები, რომელთა არჩევაც აპლიკანტებს შეუძლიათ წარმოადგენენ იუნესკოს სტრატეგიულ პრიორიტეტულ დარგებს, კერძოდ:
• განათლება;
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
• სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
• კულტურა;
• კომუნიკაციები და ინფორმაცია.
სტიპენდიის ხანგრძლივობა შეადგენს 1- 6 თვეს (2010 წლის 1 სექტემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე.
სტიპენდია მოიცავს:
• საერთაშორისო და შიდა მგზავრობის ხარჯებს;
• სწავლების გადასახადს;
• ცხოვრების ხარჯებს.
მაქსიმალური მოთხოვნილი თანხა შეიძლება იყოს 15 000 აშშ დოლარი.
სტიპენდიის მოპოვების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
• სწავლის/კვლევის დეტალური გეგმა;
• უნივერსიტეტის დიპლომის დამოწმებული ასლი დანართთან ერთად;
• მოწვევის წერილი მიმღები დაწესებულებიდან;
• რეალისტური ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია მგზავრობის, ცხოვრების, სწავლის, წიგნების ხარჯები;
• ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა.
იუნესკოში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 აპრილი.
კანდიდატები წარდგენილნი უნდა იქნენ იუნესკოს საქართველოს ეროვნული კომისიის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის - ცენტრის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11