ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სტიპენდიები ილიაუნის პირველი წლის დოქტორანტებისთვის

განცხადებები

პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“ ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულების 1 წლის დოქტორანტებს (რომლებიც ჩაირიცხნენ 2010- 2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში), სთავაზობს 1 წლიან სტიპენდიას, რომლის ოდენობა ყოველთვიურად 700 ლარია.

სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით დარეგისტრირებულ პირველი წლის დოქტორანტებს, რომელთა სადისერტაციო ნაშრომი დემოკრატიზაციისა და ტრანზიციის საკითხებს ეხება. სტიპენდია დაენიშნება 2 დოქტორანტს.

სტიეპენდია შეადგენს 700 ლარს და საშუალებას მისცემს დოქტორანტებს სრული დატვირთვით იმუშაონ თავიანთ სადისერტაციო ნაშრომზე. გარდა ამისა, პროგრამა სრულად დააფინანსებს გამარჯვებული კონკურსანტების 3 თვიან სამეცნიერო ვიზიტს შვეიცარიაში, ფრიბურგის უნივერსიტეტში.

სტიპენდია ერთწლიანი და მოიცავს პერიოდს 2010 წლის ნოემბრიდან 2011ოქტომბრამდე, გაგრძელების შესაძლო პერსპექტივით, რაც დამოკიდებულია სადოქტორო ნაშრომის პროგრესზე.

საჭირო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა შემდეგი ელექტრონული დოკუმენტაციის წარდგენა:

ა) შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ხელმოწერილი და დასკანერებული);
ბ) სამოტივაციო წერილი (ხელმოწერილი და დასკანერებული);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) სადისერტაციო თეზისის მოკლე აღწერა (მაქსიმუმ 3 გვერდი).


საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 20 ოქტომბერი. დოკუმენტაცია გამოგზავნეთ ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge “Subject” გრაფაში მიუთითეთ: „სტიპენდია დოქტორანტებისთვის“. შედეგები გამოცხადდება 29 ოქტომბერს.

სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ პროგრამის ვებგვერდიდან: http://ascn.ch/en/grants_scholarships/PhD-Scholarship.html ან იხილოთ ქვემოთ თანდართული ფაილის სახით.
სააპლიკაციო ფორმა

ბანერები