სტიპენდიები და უფასო პროგრამები ტალინში, ესტონეთში სწავლის გასაგრძელებლად საქართველოს მოქალაქეებისათვის
პროგრამის აღწერა:
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გთავაზობთ მრავალ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ინგლისურ ენაზე, მათ შორის რამდენიმე პროგრამაზე სწავლა სრულიად უფასოა და ასევე სტიპენდიების მოპოვებაც შესაძლებელია.
ამჟამად მიღება მიმდინარეობს შემდეგ 14 პროგრამაზე, ესენია:
1. ბაკალავრიატი ინგლისურ ენაზე (3 წელი, 180 კრედიტი):
საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება(1 წ და 5 თვე სწავლა რუსულ ენაზე + 1 წ და 5თვე სწავლა ინგლისურ ენაზე);
2. საერთაშორისო ურთიერთობები(როგორც ინგლისურად, ასევე რუსულად);
3. სამართალი.
მაგისტრატურა ინგლისურ ენაზე (2 წელი, 120 კრედიტი):
საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება(MBA);
1. საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპათმცოდნეობა(როგორც ინგლისურად, ასევე რუსულად);
2. სამართალი;
3. ტექნოლოგიის მართვა;
4. კიბერ უსაფრთხოება;
5. ქსელური ინჟინერია;
6. სამრეწველო ინჟინერია და მენეჯმენტი;
7. გარემოს მენეჯმენტი და სუფთა წარმოება;
8. მდგრადი ენერგეტიკის მასალები და პროცესები;
9. ჯანმრთელობის ტექნოლოგია;
10. დიზაინი და ინჟინერია.
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 მაისი
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11