ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სტიპენდიები და უფასო პროგრამები ესტონეთში, ტალინში სწავლის გასაგრძელებლად საქართველოს მოქალაქეებისათვის

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გთავაზობთ მრავალ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას ინგლისურ ენაზე, მათ შორის რამდენიმე პროგრამაზე სწავლა სრულიად უფასოა და ასევე შესაძლებელია სტიპენდიების მოპოვებაც.

ამჟამად მიღება მიმდინარეობს შემდეგ 14 პროგრამაზე, ესენია:
ბაკალავრიატი ინგლისურ ენაზე (3 წელი, 180 კრედიტი):
1.    საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება(ერთი წელი და ხუთი თვე სწავლა რუსულ ენაზე, ერთი წელი და ხუთი თვე სწავლა  ინგლისურ ენაზე);
2.    საერთაშორისო ურთიერთობები(როგორც ინგლისურად,ასევე რუსულად);
3.    სამართალი.

მაგისტრატურა ინგლისურ ენაზე (2 წელი, 120 კრედიტი):
1.    საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება(MBA);
2.    საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპათმცოდნეობა(როგორც ინგლისურად, ასევე რუსულად);
3.    სამართალი;
4.    ტექნოლოგიის მართვა*;
5.    კიბერ უსაფრთხოება*;
6.    ქსელური ინჟინერია*;
7.    სამრეწველო ინჟინერია და მენეჯმენტი*;
8.    გარემოს მენეჯმენტი და სუფთა წარმოება*;
9.    მდგრადი ენერგეტიკის მასალები და პროცესები*;
10.    ჯანმრთელობის ტექნოლოგია*;
11.    დიზაინი და ინჟინერია*.

საბაკალავრო პროგრამებზე გასაგზავნი დოკუმენტაცია:
•    სააპლიკაციო ფორმა;
•    საშუალო განათლების ატესტატი;
•    საშუალო განათლების ბოლო 3 წლის ნიშნების ფურცელი;
•    1 ფოტო პასპორტის ზომის;
•    ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (TOEFL – 500 ქულა ხელნაწერი ტესტი, 173 ქულა კომპიუტერული ტესტი ან 61 ქულა ინტერნეტ–ტესტი; იელტური შეფასება – მინიმუმ 5.0 ქულა.);
•    განაცხადის გაგზავნის ღირებულებაა 40 ევრო.

სამაგისტრო პროგრამებზე გასაგზავნი დოკუმენტაცია:
•    სააპლიკაციო ფორმა;
•    ბაკალავრის დიპლომი;
•    აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ნიშნების ფურცელი);
•    1 ფოტო პასპორტის ზომის;
•    ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (TOEFL – 500 ქულა ხელნაწერი ტესტი, 173 ქულა კომპიუტერული ტესტი ან 61 ქულა ინტერნეტ–ტესტი; იელტური შეფასება – მინიმუმ 5.0 ქულა.)
•    განაცხადის გაგზავნის ღირებულებაა 40 ევრო;
•    CV და სამოტივაციო წერილი, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის კონკრეტულ პროგრამასთან შესაბამისობას;

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 მაისი ზოგირთი პროგრამა ითვალისწინებს გახანგრძლივებულ ვადას 2011 წლის 11 ივნისამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები