ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სტიპენდიები ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში

London School of Commerce (LSC) გთავაზობთ სასწავლო პროგრამებს ლონდონში ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.

ჩარიცხვა ცხადდება წელიწადში სამჯერ (თებერვალი, ივნისი, ოქტომბერი).

მორიგი კურსის დაწყების თარიღია 2011 წლის 4 ოქტომბერი.

სამაგისტრო პროგრამები (MBA):
•    ბიზნეს-ადმინისტრირება;
•    ინფორმაციული ტექნოლოგიები;
•    მარკეტინგი/ფინანსები.

სამაგისტრო პროგრამები (MSC):
•    საერთაშორისო მასპინძლობის მენეჯმენტი;
•    საერთაშორისო ტურიზმის მენეჯმენტი;
•    ბუღალტერია და ფინანსები.

სრული კურსისღირებულება: 3950 GBP.
ხანგრძლივობა: 1 წელი
ბაკალავრის BA(HONS) Business and Management 2-წლიანი სრული კურსის ღირებულებაა 6950 GBP.
სტუდენტებს, რომელთა კრიტერიუმები არ შეესაბამება პირდაპირი ჩარიცხვის მოთხოვნებს, უნივერსიტეტი სთავაზობს მოსამზადებელ პროგრამებს.
MFP (4თვე), გაერთიანებული კურსის MFP/MBA სრული ღირებულებაა 4450 ფუნტი.
DF (8 თვე), DF/BABS - ფასი: 7950 ფუნტი.

ზემოთ აღნიშნული თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად!

სასწავლო პროგრამების ფარგლებში უნივერსიტეტი სთავაზობს თავის სტუდენტებს ინგლისური ენის 6 (ფასი- £1,950)და 9 (ფასი-£2,450) თვიან სასწავლო კურსს.

დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 21 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე:ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები