ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სტიპენდია ჟურნალისტებისთვის ბერლინში (გერმანია)

რობერტ ბოშის ფონდი და ბერლინის ჟურნალისტების სკოლა სთავაზობენ ჟურნალისტებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, მათ შორის საქართველოდანაც სამ თვიან სტიპენდიას ბერლინში. სტიპენდია მოიცავს თვიურად 1100 ევროს და კურატორების დახმარებას მასპინძელ რედაქციებში.
სტიპენდიატებს ასევე დახმარება გაეწევათ საცხოვრებელი ბინის მოძებნაში.

2011 წლის 1 მარტიდან 31 მაისამდე ბერლინში სასწავლო და სამუშაო ვიზიტის მიზანია გერმანიისა და ევროკავშირის შესახებ ძირითადი ცოდნის შეძენა და პრაქტიკის გავლა მედიის სხვადასხვა სფეროებში.

 წინაპირობა:
–    მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკაში;
–    სამუშაო გამოცდილება ჟურნალისტურ სფეროში;
–    გერმანული ენის ფლობა;

•    საბუთები მიიღება 2010 წლის 1 ნოემბრამდე;
•    გასაუბრება ჩატარდება ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები