ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სტამბულის უნივერსიტეტის საბაკალავრო სტიპენდიები

სტამბულის უნივერსიტეტი აცხადებს უცხო ქვეყნის სტუდენტებისათვის საბაკალავრო პროგრამებზე სრულად/ნაწილობრივ დაფინანსებად სტიპენდიების პროგრამას.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ნოტარიულად დამოწმებული შემდეგი საბუთები თურქულ ან ინგლისურ ენაზე:
•    სააპლიკაციო ფორმა;
•    დიპლომის  ასლი;
•    აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი);
•    პასპორტის ასლი;
•    ინგლისური ან თურქული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
•    ერთი პასპორტის ზომის ფოტო (4.5 სმx6სმ);
•    საერთაშორისო და ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების ამსახველი დოკუმენტაციის ასლი.

დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები