ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სტამბოლის სეჰირის უნივერსიტეტის საბაკალავრო სტიპენდიები

სტამბოლის სეჰირის უნივერსიტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამებზე. უნივერსიტეტი აცხადებს სრული და ნაწილობრივი სტიპენდიების პროგრამებს. სტიპენდიების ხანგრძლივობა განისაზღვრება 5 წლის ვადით ( ერთი წელი ინგლისურ ენაში მოსამზადებელი პროგრამა, ხოლო ოთხი წელი საბაკალავრო პროგრამა).

სრული სტიპენდიების პროგრამა ანაზღაურებს სწავლის, კვების, საცხოვრებელი ადგილის,  სწავლისათვის საჭირო ინვენტარისა და დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს სტუდენტს ყოველთვიურად დაახლოებით 100 დოლარის სტიპენდიით (9 თვის განმავლობაში). ნაწილობრივი სტიპენდიები ანაზღაურებს სწავლის გადასახადის ნაწილს.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 აგვისტო.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას  მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები