ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სტამბოლის სეჰირის უნივერსიტეტის საბაკალავრო სტიპენდიები

სტამბოლის სეჰირის უნივერსიტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას სასტიპენდიო საბაკალავრო პროგრამაზე მეცნიერებათა და ხელოვნების მიმართულებით.

სტიპენდიით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამებია: ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებანი და საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია, ისტორია, მენეჯმენტი, კინო და ტელევიზია, კომპიუტერული და საინჟინრო მეცნიერებანი და ა.შ.

პროგრამის ხანგრძლივობა: ოთხი წელი თუმცა, სტიპენდიანტ სტუდენტებს აღნიშნული ვადის შემცირება შეუძლიათ უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის კურსებში მონაწილეობით.

პროგრამის ძირითად სასწავლო ენა: ინგლისური.

სტიპენდია სრულად ანაზღაურებს სასწავლო პროცესთან, დაბინავებასა და ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 2 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები