სტაჟირების შესაძლებლობა გერმანიის პარლამენტში
გერმანიის ბუნდესტაგი გიწვევთ ბერლინის დამოუკიდებელ უნივერსიტეტთან, ბერლინის ჰუმბოლდის უნივერსიტეტთან და ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ინტერნაციონალური საპარლამენტო სტიპენდიით ხუთი თვით ბერლინში.
სტიპენდია გათვლილია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდა ქალებზე და მამაკაცებზე, რომლებსაც გააჩნიათ სურვილი, აქტიურად და პასუხისმგებლობით ჩაებან თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის შენებაში.
გერმანიის ბუნდესტაგი, გერმანიის პარლამენტი, ახალგაზრდებს ერთ-ერთ ბუნდესტაგის წევრთან 15-კვირიანი დასაქმების პერიოდში გააცნობს გერმანიის საპარლამენტო სისტემას და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. ისინი ასევე დააგროვებენ პრაქტიკულ გამოცდილებას საპარლამენტო საქმიანობაში.
სტიპენდიანტებს ამოარჩვეს გერმანიის ბუნდესტაგის დამოუკიდებელი კომისია.
წინაპირობა:
• საქართველოს მოქალაქეობა;
• უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი;
• გერმანულის ძალიან კარგი ცოდნა;
• სასტიპენდიო პროგრამის დასაწყისში 30 წალმდე ასაკის.
სტიპენდია:
• 450 ევრო თვეში;
• საცხოვრებელი ადგილი;
• სადაზღვევო და მზგავრობის გადასახადი.
საბუთების მიღება: 30 ივნისამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი: www.bundestag.de/ips
ან მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ:822 29 47 11