ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სტაჟირება ქართველი სტუდენტებისათვის აშშ–ს საელჩოს საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილებაში

ამერიკის საელჩო საქართველოში აცხადებს აშშ–ს საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილებაში სტაჟირებას. სტაჟირება მოიცავს არასრულ სამუშაო განაკვეთს კვირაში ოცდაათ (30) სამუშაო საათს. სტაჟირების პერიოდი განისაზღვრება 2010 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით.

სტაჟიორის უმთავრესი ფუნქციაა აშშ–ს  საზოგადოებრივი მომსახურების ოფისისათვის (GSO) სამდივნო, საკანცელარიო და ადმინისტრაციული დახმარება. სტაჟიორს ევალება სასტუმროში დაბინავებისა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული რეგისტრაციის წარმოება, მონაცემთა ბაზის განახლება, ოფიციალური ანგარიშის წარსადგენად ინფორმაციის მოძიება, სასტუმროს დაჯავშნასა და საჰაერო მგზავრობასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა, ყოველდღიური სამსახურებრივი წერილებისა და სხვა კორესპონდენციის მოწესრიგება, აშშ–ს საელჩოს თანამშრომლების ვიზებით უზრუნველყოფა  და მასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, კორესპონდენციის კონტროლი.

დაინტერესებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

•    წარმოადგენდეს ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტს საქართველოს ნებისმიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში შემდეგ მიმართულებებში (ჩამონათვალი არ არის ამომწურავი): საჯარო ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა, ინგლისური ენა ან საბიბლიოთეკი მეცნიერებანი;
•    სრულფასოვნად ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს;
•    შეეძლოს აწარმოოს საოფისე ჩანაწერები, მოამზადოს კორესპონდენცია და გამოირჩეოდეს  კომუნიკაბელურობით.

კანდიდატებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთმოყვანილ კრიტერიუმებს, ამერიკის საელჩოს ადამიანური რესურსების განყოფილებას ელექტრონულად ან ფაქსით უნდა გაუგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

•    რეზიუმე (CV);
•    სამოტივაციო წერილი;
•    წერილობითი ნებართვა და სარეკომენდაციო წერილი უმაღლესი სასწავლებლიდან;
•    დიპლომის ფოტოასლი აკადემიური მოსწრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 28 მაისი

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ: 822 29 47 11

ბანერები