სტაჟირება ნიუ იორკში, გაეროს შტაბბინაში
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს გაძლევთ შესაძლებლობას, სტაჟირება გაიაროთ გაეროს შტაბბინაში ნიუ იორკში.
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე, სრული განაკვეთით კვირაში 5 დღე (9:00 - 5:00)
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ხუთივე მოთხოვნას:
• უნდა იყოს მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი;
• სტუდენტს უნდა შეეძლოს ვიზის აღება;
• სტაჟირების პერიოდში უნდა ჰქონდეს მგზავრობის, საცხოვრებელი ადგილის, ცხოვრების ხარჯების დაფარვის შესაძლებლობა (დაახლოებით 5000 $ );
• სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;
• სტუდენტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2010 წლის 29 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://www.un.org/Depts/OHRM/sds/internsh/index.htm
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი F 306
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)