ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის კონკურსი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის კონკურსს. საგრანტო კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ორგანიზება, არსებულ საზაფხულო სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა, ქართული კულტურისა და მეცნიერების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგით დაინტერესებულ უცხოელ სტუდენტთა და მეცნიერთა მოზიდვა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:
ა) საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს;
 ბ) ფიზიკურ პირს - საქართველოს მოქალაქეს (მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი);

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.
კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს:
•    შევსებული განცხადების ფორმა (ხელმოწერილი);
•       საპროექტო წინადადება (ივსება ონლაინ-რეჟიმში ფონდის ვებ-გვერდზე);
•    პროექტის ბიუჯეტი (ივსება ონლაინ-რეჟიმში ფონდის ვებ-გვერდზე);
•    პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (ივსება ონლაინ-რეჟიმში ფონდის ვებ-გვერდზე);
•    პროფესიული ავტობიოგრაფია (CV) (ივსება ონლაინ-რეჟიმში ფონდის ვებ-გვერდზე);
•    პროექტის რეზიუმე ინგლისურ ენაზე (ივსება ონლაინ-რეჟიმში ფონდის ვებ-გვერდზე);
•    გრანტის მაძიებლის პირადობის მოწმობის სრული ასლი (უნდა აიტვირთოს დასკანერებული სახით ფონდის ვებ-გვერდზე);
•    გრანტის მაძიებლის მუშაობის ან/და განათლების/სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (უნდა აიტვირთოს დასკანერებული სახით ფონდის ვებ-გვერდზე);
•    იმ ორგანიზაციის თანხმობის დამადასტურებელი დო¬კუ¬მენტი, რომელშიც განხორციელდება პროექტი (ორგანიზა¬ციის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, უნდა აიტვირთოს დასკანერებული სახით ფონდის ვებ-გვერდზე);    
•    სარეკომენდაციო წერილი (იმ მეცნიერებისგან, ვინც კარგად იცნობს კონკურსანტის სამეცნიერო-კვლევით და საორგანიზაციო საქმიანობას, უნდა აიტვირთოს დასკანერებული სახით ფონდის ვებ-გვერდზე).

საბუთების მიღება წარმოებს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.  პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია 2011 წლის 2 ივნისიდან 21 ივნისის 24:00 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 23 ივნისის 18:00 საათისა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის- ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები