სრულად დაფინანსებული სტაჟირება აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოებში
საკანონმდებლო სტიპენდიის პროგრამა (LFP) საშუალებას აძლევს 10 ქართველ ახალგაზრდა პროფესიონალს გაემგზავრონ ამერიკის შეერთებულ შტატებში და საკანონმდებლო ორგანოებში შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება.
პროგრამა სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურულ ურთიერთობათა ბიუროს მიერ.
პროგრამაზე შესარჩევი კონკურსი ჩატარდება საქართველოში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა იმ დაინტერესებულ კანდიდატს, ვინც:
- არის საქართველოს მოქალაქე ან ცხოვრობს საქართველოში;
- არის 25-დან 35 წლამდე;
-არის უნივერსიტეტის დიპლომირებული სპეციალისტი (ბაკალავრის ან მასზე მაღალი ხარისხის მფლობელი);
- ფლობს ინგლისურ ენას (TOEFL-ის ტესტის მიხედვით 550 (ხელნაწერი ტესტი) და 213 (კომპიუტერული ტესტი) ქულას);
- აქვს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ცოდნა და გამოცდილება;
- აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ან მომავალში კონკრეტულ სფეროში მუშაობის სურვილი.
- აქვს ხელმძღვანელობის ნიჭი და გამოირჩევა კომუნიკაბელურობით.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2009 წლის 21 დეკემბერი (საგაზაფხულო სემესტრი)
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 3 მაისი (საშემოდგომო სემესტრი)
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:http://www.americancouncils.ge/news_21.10.09.php
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)