ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სრულად დაფინანსებული სტაჟირება ამერიკის საკანონდებლო სტრუქტურებში საკანონმდებლო პრაქტიკის პროგრამა

საკანონმდებლო პრაქტიკის (LFP) პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას ადმინისტრირებას უწევს "საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები". 2011 წლის საკანონდებლო პრაქტიკის პროგრამის საშემოდგომო სეზონის ფარგლებში 8 ქართველ ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს სტაჟირება ამერიკის საკანონდებლო ორგანოებში. სტაჟირება განხორციელდება 2011 წლის 12 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით.

პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა. ჩაბარებული განაცხადის საფუძველზე შერჩეულ ნახევარფინალისტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
 
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლისთანავე ფინალისტები გაივლიან სამდღიან ინტენსიურ კურსს, რომლის ფარგლებშიც ისინი მიიღებენ ინფორმაციას ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. პროგრამის მონაწილეები 4 კვირიან სტაჟირებას გაივლიან შტატის საკანონმდებლო და ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში და ჩაერთვებიან საშტატო მმართველობის, სახელმწიფო ზედამხედველობისა და მოქალაქეთა აქტიურობასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პროცესებში. პროგრამის დასასრულს, დედაქალაქში (Washington DC), ფინალისტები 2 დღიანი კონფერენციის ფარგლებში შეხვდებიან პროგრამის მონაწილეებს: სამხრეთ ამერიკიდან, ინდონეზიიდან, ფილიპინებიდან, მალაიზიიდან, სინგაპურიდან, ტაივანიდან, ქუვეითიდან, ომანიდან, ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ინდოეთიდან, ნეპალიდან და პაკისტანიდან, ასევე გაეცნობიან ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების საკანონმდებლო სისტემებს.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

•    განაცხადის შევსების დროისათვის უნდა იყოს 25-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
•    უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ჰქონდეს Paper based TOEFL-ში 500-ზე, CBT-ში 173-ზე, IBT-ში 61-ზე, IELTS-ში 6-ზე მეტი ქულა, ან გავლილი ჰქონდეს საუნივერსიტეტო დონის ინგლისურენოვანი პროგრამა). იმ შემთხვევაში, თუ გახდებით ნახევარფინალისტი და არ გექნებათ ზემოთხსენებული არც ერთი საბუთი, "საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები" თავისივე ხარჯებით ჩაგიტარებთ ITP TOEFL-ს;
•    უნდა ჰქონდეს საბაკალავრო ხარისხი;
•    უნდა ჰქონდეს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება (საკმარისია პრაქტიკის ან სტაჟირების სახით) და საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შესაბამისი ცოდნა;
•    უნდა ჰქონდეს სამომავლოდ საჯარო სექტორში მუშაობის სურვილი;
•    უნდა ავლენდეს ლიდერისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს.

საგაზაფხულო პროგრამის განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2011 წლის 25 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები