სპორტული ორგანიზაცია „BigSun”-ის სტიპენდია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის
სპორტული ორგანიზაცია „BigSun”, სურს რა დახმარება აღმოუჩინოს ახალგაზრდა წარჩინებულ სპორტსმენ სტუდენტებს კარიერულ წინსვლაში, აწესებს მათთვის ყოველწლიურ სტიპენდიას 500 აშშ დოლარის ოდენობით. სტიპენდიის მოპოვება შეუძლია აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერ წარჩინებულ სპორტსმენ სტუდენტს სპორტის სახეობის მიუხედავად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ მოკლე ესე, სადაც პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: 1. რა წარმოადგენს თქვენს განსაკუთრებით მნიშვნელოვან პროგრამისგარეშე (ფაკულტატიურ) ან საზოგადოებრივ საქმიანობებს? 2. რა ღონისძიებები განგიხორციელებიათ ამ საქმიანობათა მხარდაჭერისათვის?
გამარჯვებულები გამოვლინდებიან და ეცნობებათ ამის შესახებ კონკურსის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში. ფულადი ჯილდოს გადაცემაც აღნიშნულ ვადაში განხორციელდება. გამარჯვებულის სახელი იმავდროულად გამოქვეყნდება პროგრამის ვებ - გვერდზე.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 23 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.