ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სპიკერების შესარჩევი კონკურსი განგრძობადი იურიდიული განათლების კონფერენციისათვის ბიზნეს სამართალში განგრძობადი იურიდიული განათლების კონფერენციისათვის ბიზნეს სამართალში

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი, ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების კომისია და სასამართლო დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (ჟილეპ) აცხადებს სპიკერების შესარჩევ კონკურსს განგრძობადი იურიდიული განათლების კონფერენციისათვის ბიზნეს სამართალში, რომელიც გაიმართება თბილისში 2011 წლის 10 და 11 დეკემბერს.

კონფერენცია იმართება USAID-ის, სასამართლო დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის JILEP-ის (Judicial Independence and Legal empowerment Project)  მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს East-West Management Institute.

კონფერენციის ძირითადი ორგანიზატორი და მასპინძელია თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი. ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს ბიზნეს სამართლის სფეროში აქტუალურ საკითხებზე იურისტების ცოდნის გაღრმავებას, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის ხელშეწყობას სავალდებულო განგრძობადი იურიდიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში.

სპიკერთა შესარჩევ კონკურსში მონაწლეობის მიღება შეუძლიათ ადვოკატებს, იურისტებს, იურიდიული ფაკულტეტების და სამართლის სკოლების პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვა დარგის პროფესიონალებს.

კონფერენციის სესიებზე სპიკერებმა უნდა გამოიყენონ სამართლის სწავლების თანამედროვე, ინტერაქტიული მეთოდები, კერძოდ: მონაწილეთა აქტიური ჩართვა დისკუსიაში, ვიზუალური მასალის წარმოდგენა, სამართლებრივი სიმულაციების გამოყენება, სასამართლო გადაწყვეტილებების და ჰიპოთეტური კაზუსების განხილვა.

ღონისძიების თემატიკიდან გამომდინარე, კონფერენციის ფარგლებში სპიკერებმა უნდა ჩაატარონ მინიმუმ 3-საათიანი სესია ბიზნეს (კომერციული) სამართლის ერთ-ერთ სფეროში, მათ შორის:

•    სახელშეკრულებო სამართალი;
•    სანივთო სამართალი;
•    ინტელექტუალური საკუთრების სამართალი;
•    საერთაშორისო კომერციული გარიგებები;
•    კორპორაციული სამართალი /კორპორაციული მართვა /კორპორაციული Due Diligence;
•    გადახდისუუნარობის სამართალი;
•    საგადასახადო სამართალი;
•    საერთაშორისო დაბეგვრა;
•    ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები იურისტებისათვის;
•    დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები (ADR);
•    საბანკო სამართალი;
•    სადაზღვევო სამართალი;
•    ფასიანი ქაღალდების სამართალი.

სპიკერის მიერ წარმოდგენილი სასესიო თემა/პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ შინაარსობრივ მახასიათებლებს:

•    იყოს პრაქტიკული (მნიშვნელოვანი ბიზნეს სამართალში იურიდიული / საადვოკატო პრაქტიკისათვის);
•    ეხმიანებოდეს არსებულ სამართლებრივ პრობლემებსა და გამოწვევებს;
•    ითვალისწინებდეს/ეფუძნებოდეს სასამართლო პრაქტიკას;
•    მოიცავდეს უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვასა და მათ გავლენას იურიდიულ პრაქტიკაზე.

სპიკერები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს კანდიდატების შერჩევას წარმოდგენილ საბუთებზე დაყრდნობით, მეორე ეტაპი კი – გასაუბრებას. შერჩეულმა კანდიდატებმა, პრეზენტაციის მეთოდოლოგიისა და შინაარსის დახვეწის მიზნით, უნდა ითანამშრომლონ კონფერენციის ორგანიზატორებთან.

დაინტერესებულმა პირებმა ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ:
•    CV;
•    შევსებული განაცხადი (იხ. დანართი).

საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 16 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.

ბანერები