სპეციალური პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის!
ევროპული ენების ცენტრი: ინგლისურის შესწავლა ხდება თანამედროვე ლიტერატურის გამოყენებით, როგორიცაა: Cutting Edge, Opportunity. Total English, Massage, Programme English; Callan; სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ბრიტანულ - ამერიკულ მხატრულ ლიტერატურას, ინგლისურენოვან პრესას, ბრიტანეთის და ამერიკის ისტორიას ინგლისურ ენაზე და განიმტკიცონ სმენითი მეხსიერება აუდიო-ვიდეო მასალების გამოყენებით. მსმენელები მიიღებიან ტესტირების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ზუსტად განისაზღვრება ცოდნისა და შემდგომი სწავლების დონე.
თუ თქვენ სწავლობთ ევროპული ენების ცენტრში:
• ისწავლით ინგლისურ ენაზე მოსმენას და მეტყველებას ჩვეულებრივ სასაუბრო ტემპში!
• ისწავლით აზროვნებას და ლაპარაკს პირდაპირ ინგლისურად პირველადი თარგმანის გარეშე!
• ისწავლით პრაქტიკულ, საჭირო სიტყვათა მარაგს და გრამატიკულ სტრუქტურებს!
• ყოველდღე გაიუმჯობესებთ გამოთქმას, ინტონაციასა და გრამატიკულ უნარ-ჩვევებს!
• შეამოწმებთ სწავლაში თქვენს პროგრესს რეგულარული კითხვითი და წერითი პრაქტიკით! მიიღებთ მაქსიმალურ სასაუბრო პრაქტიკას მცირერიცხოვან კლასებში, რომლებიც შედგება არა უმეტეს 10 მსმენელისგან!
• თქვენ გეძლევათ არჩევნის საშუალება - ისწავლოთ დილის, შუადღის ან საღამოს საათებში!
კურსის პრიორიტეტი: უცხოელი პედაგოგი Andrew James Webb მთელი წლის მანძილზე თვეში ორ საათს ჩაუატარებს მასტერკლასებს, რომელიც სტუდენტისათვის იქნება უფასო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.