ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

Speak Up in Georgia –კონფერენცია

პროექტი ,,Speak Up in Georgia” საინიციატივო გუნდ Y.E.S. -ის (Young English Speakers) მიერ განხორციელებული ინგლისურენოვანი ინოვაციაა, რომლის მიზანი სტუდენტებისთვის ინგლისურ ენაზე საუბრის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა და ლიდერული უნარ–ჩვევების განვითარებაა.

7 ივნისს, 15:00 სთ–ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (A101აუდიტორია, ი.ჭავჭავაძის #32) ტარდება პროექტ ,,Speak Up in Georgia”-ს დასკვნითი ღონისძიება, სადაც წარმატებული კომპანიები და პროექტის მონაწილეები ერთმანეთს შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

ღონისძიების მიზანი კი არაფორმალური განათლების რეკლამირება, ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლება და კომპანიების იმიჯის გაზრდაა. კონფერენცია  მოიცავს სესიებს აქტუალურ თემებზე.

ღონისძიებაზე დამსწრები მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია, მიმდინარეობს შერჩევა.

ბანერები