ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სოციალური მუშაკის სამაგისტრო პროგრამა

საერთაშორისო განათლების ცენტრი და ნიუ-იორკის ღია საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებენ კონკურსს სოციალური მუშაკის (Social Worker) ორწლიან სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა ითვალისწინებს სტიპენდიების დანიშვნას სასწავლო პროცესის განმავლობაში.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
•    საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ სრული საუნივერსიტეტო განათლება და მაღალი აკადემიური მოსწრება;
•    მათ, ვინც კარგად ფლობს ინგლისურ ენას და შეუძლია TOEFL-ის ჩაბარება;
•    მათ, ვისაც შეუძლია ორი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლა (2011 წლის აგვისტოდან).

კონკურსში გამარჯვებულები ისწავლიან კოლუმბიის (ნიუ-იორკი) ან ვაშინგტონის (სენტ-ლუისი) უნივერსიტეტში.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 12 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები