სლოვაკეთის საზაფხულო სემესტრის სტიპენდიები
სლოვაკეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კვლევების სამინისტრო აცხადებს 2010/2011 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრის სტიპენდიების პროგრამას. პროგრამას ხელმძღვანელობს სლოვაკეთის აკადემიური საინფორმაციო სააგენტო (SAIA). პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან მთელ რიგ სახელმწიფოთა, მათ შორის საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, დოქტორანტები და მკვლევარები. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 240 ევროს, დოქტორანტებისა და მკვლევარებისთვის კი 470 ევროს ყოველთვიურად.
პროგრამაში მონაწილეობის ვადები:
• 2011 წლის პირველი თებერვლიდან 30 ივნისამდე (ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების);
• 2011 წლის 1 თებერვლიდან 31 აგვისტომდე (დოქტორანტებისა და მკვლევარებისთვის).
საჭირო საბუთები:
• სააპლიკაციო ფორმა;
• რეზიუმე (CV);
• სამოტივაციო წერილი;
• ბაკალავრიატისა ან მაგისტრატურის სტუდენტის შემთხვევაში კონკრეტული სასწავლო პროგრამის დეტალური აღწერა, დოქტორანტისა და მკვლევარის შემთხვევაში კვლევითი პროგრამის დეტალური აღწერა;
• კანდიდატის უმაღლესი სასწავლებლის ორი პროფესორის სარეკომენდაციო წერილი, დოქტორანტის შემთხვევაში სადისერტაციო ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი;
• ოფიციალური წერილი კანდიდატის უმაღლესი სასწავლებლიდან;
• ბაკალავრისა ან მაგისტრის დიპლომის დამოწმებული ასლი;
• სლოვაკეთის ერთ–ერთი მასპინძელი უნივერსიტეტისა თუ კვლევითი ინსტიტუტის ოფიციალური თანხმობის წერილი, რომ კანდიდატი ნამდვილად ჩაირიცხება კონკრეტულ სასწავლო პროგრამაზე.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 24 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.