სლოვაკეთის რესპუბლიკის სამაგისტრო პროგრამები საქართველოს მოქალაქეებისთვის
სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს გამოუყო ერთი სტიპენდია 2010-2011 აკადემიური წლისათვის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე-სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად.
სტიპენდია გამოყოფილია შემდეგ სპეციალობებზე სასწავლებლად:
• მასწავლებელთა მომზადება და პედაგოგიური მეცნიერებები (Teacher Training and Education Science);
• სოციალური და ბიჰევიორისტული მეცნიერებები (Social and Behavioral Science);
• ეკოლოგია და გარემოს დაცვა (Ecological and Environmental Sciences);
• სოფლის მეურნეობა (Agriculture);
• მეტყევეობა (Forestry);
• წყლის რესურსების მენეჯმენტი (Water Resource Management);
• ჯანდაცვა (Non-Medical Health Sciences);
სტიპენდია ითვალისწინებს სწავლას სლოვაკეთის საჯარო უნივერსიტეტებში სლოვაკურ ენაზე.
სლოვაკეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი სტიპენდია მოიცავს:
• ყოველთვიურ გრანტს (280 ევრო);
• სტუდენტურ საერთო საცხოვრებელსა და სასადილოში იმავე პირობებით სარგებლობას, რითაც სლოვაკეთის მოქალაქეები სარგებლობენ;
• სწავლას შერჩეულ საჯარო უმაღლეს სასწავლებელში, იმავე პირობებით, რომელიც განსაზღვრულია სლოვაკეთის მოქალაქეთათვის შესაბამისი უნივერსიტეტის დებულებით;
• სტიპენდიას სლოვაკური ენის ერთწლიანი მოსამზადებელი კურსებისათვის.
სტიპენდიანტი თავად ფარავს მგზავრობის ხარჯებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220
ტელ: 822 29 47 11