სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდია 2011-2012 აკადემიური წლისათვის
სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს გამოუყო ერთი სტიპენდია 2011-2012 აკადემიური წლისათვის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე - სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად.
სტიპენდია გამოყოფილია შემდეგ სპეციალობებზე სასწავლებლად:
• მასწავლებელთა მომზადება და პედაგოგიური მეცნიერებები (Teacher Training and Education Science);
• სოციალური და ბიჰევიორისტული მეცნიერებები (Social and Behavioral Science);
• ეკოლოგია და გარემოს დაცვა (Ecological and Environmental Sciences);
• სოფლის მეურნეობა (Agriculture);
• მეტყევეობა (Forestry);
• წყლის რესურსების მენეჯმენტი (Water Resource Management);
• ჯანდაცვა (Non-Medical Health Sciences);
• ეკონომიკა და ბიზნესის მართვა (Economy and Business Management).
სტიპენდია ითვალისწინებს სწავლას სლოვაკეთის საჯარო უნივერსიტეტებში სლოვაკურ ენაზე.
სლოვაკეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი სტიპენდია მოიცავს:
• ყოველთვიურ გრანტს (280 ევრო);
• სტუდენტურ საერთო საცხოვრებელსა და სასადილოში იმავე პირობებით სარგებლობას, რითაც სლოვაკეთის მოქალაქეები სარგებლობენ;
• სწავლას შერჩეულ საჯარო უმაღლეს სასწავლებელში, იმავე პირობებით, რომელიც განსაზღვრულია სლოვაკეთის მოქალაქეთათვის შესაბამისი უნივერსიტეტის დებულებით;
• სტიპენდიას სლოვაკური ენის ერთწლიანი მოსამზადებელი კურსებისათვის.
სტიპენდიანტი თავად ფარავს მგზავრობის ხარჯებს.
სტიპენდიის მიღების მსურველმა კანდიდატებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ხელმისაწვდომია პროგრამის ვებ - გვერდზე);
• დიპლომის დანართი და ნიშნების ფურცელი; (დამოწმებული თარგმანი ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ ან სლოვაკურ ენაზე), რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;
• დაბადების მოწმობა (დამოწმებული თარგმანი ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ ან სლოვაკურ ენაზე);
• ორი პროფესორის რეკომენდაცია, რომელიც აპლიკანტის კვლევის სფეროდან ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწებულებიდან იქნება;
• ხელმოწერილი რეზიუმე (CV);
• ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა თან ახლავს აპლიკაციას);
• ცნობა ნასამართლეობის შესახებ (დამოწმებული თარგმანი ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ ან სლოვაკურ ენაზე).
მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში საბუთები არ განიხილება.
სამინისტროში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 20 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11