ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

„სიმანტეკის“ სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები 2011 სასწავლო წლისათვის

ა.შ.შ.–ს გამოთვლითი ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ორგანიზაცია “სიმანტეკი“ 2010 წლის ივლისიდან აცხადებს 2011 წლისათვის სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების პროგრამას.

სტიპენდიის მოსაპოვებლად დაინტერესებული კანდიდატები ჩარიცხულნი უნდა იყვნენ ა.შ.შ.–ს ან ევროპის უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე ტექნოლოგიური კვლევების მიმართულებით.

ა.შ.შ.–ს უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო – სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს სტიპენდიით სრულად აუნაზღაურდებათ სწავლისა და საცხოვრებელი ადგილის ხარჯები. ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში მიღებულ კანდიდატებს კი სტიპენდია აუნაზღაურებს ცხოვრებისა და კვლევითი საქმიანობის ხარჯებს უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება კვლევით საქმიანობაში ადრე მოპოვებული წარმატებისა და გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების საფუძველზე.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 18 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები