ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

შვეიცარიის ვერნერ სიმენსის ფონდის სადოქტორო სტიპენდიები

შვეიცარიის ვერნერ სიმენსის ფონდი ბაზელის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს ბიოლოგიური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებებში  მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე წარჩინებული სტუდენტებისთვის ბაზელის უნივერსიტეტში სადოქტორო სასწავლო - კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად. პროგრამით გათვალისწინებული სოლიდური სტიპენდია ანაზღაურებს დოქტორანტურის კურსების, კვლევითი ჯგუფის რეგულარულ შერჩევის, აგრეთვე პროგრამის მიმდინარეობისას სხვადასხვა სამეცნიერო კურსებსა და ღონისძიებებზე დასწრების ხარჯებს. ყოველწლიურად გამოიყოფა 10 სტიპენდია კანდიდატის პიროვნულ და სამეცნიერო უნარ-ჩვევათა გათვალისწინებით. პროგრამა ტარდება ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
•    ბიოლოგიურ მეცნიერებებში ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომების ასლები ნიშნების ფურცლებთან ერთად, აგრეთვე რეზიუმე (CV) (მაქსიმუმ 1 გვერდი) PDF ფაილის ფორმატში;
•    ორი სარეკომენდაციო წერილი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელთაგან, წერილები გაგზავნილი უნდა იქნას უშუალოდ რეკომენდატორებისაგან.
შერჩეულ კანდიდატებს 2011 წლის ივლისის ბოლოსათვის დაუკავშირდებიან. გასაუბრებები ჩატარდება 2011 წლის 22 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის- ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ: 822 29 47 11.

ბანერები