შვეიცარიის საერთაშორისო სიმპოზიუმი კურსდამთავრებულებისთვის „მხოლოდ ძალაუფლება“
შვეიცარიის წმ. გელენის ფონდი აცხადებს სიმპოზიუმს ,,მხოლოდ ძალაუფლება”. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრის ხარისხის მქონე კურსდამთავრებულებს.
ღონისძიების ჩატარების ადგილი: შვეიცარია.
ღონისძიება ჩატარდება 2011 წლის 12–13 მაისს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ ესსე.
100 საუკეთესო ნაშრომის ავტორს მიიწვევენ შვეიცარიაში სიმპოზიუმზე დასასწრებად. 3 განსაკუთრებით წარმატებული ნაშრომის ავტორისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდო 20.000 ევროს ოდენობით. გარდა ამისა, სიმპოზიუმის მონაწილეებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯები.
სიმპოზიუმის სამუშაო ენებს წარმოადგენს ინგლისური და გერმანული.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.