ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

შვეიცარიის ლუგანოს უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები საჯარო ეკონომიკის განხრით

შვეიცარიის ლუგანოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტთან არსებული მიკროეკონომიკისა და საჯარო ეკონომიკის ინსტიტუტი (Mecop) აცხადებს განაცხადების მიღებას ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ასისტენტის 4 წლიან პოზიციაზე. შერჩეული კანდიდატისათვის საქმიანობის დაწყების ვადაა 2010 წლის ოქტომბერი, თუმცა შესაძლებელია ამ ვადის გადაწევაც.

დოქტორის ასისტენტის პოზიციაზე განაცხადის შეტანის მსურველი კანდიდატები უნდა ფლობდნენ მაგისტრის ხარისხს ან იმყოფებოდნენ მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე ეკონომიკის მიმართულებით.

კვლევით–სასწავლო თემები უმთავრესად შეეხება პოლიტიკურ ეკონომიკასა და ფისკალურ ფედერალიზმს. კანდიდატები დაფინანსებას მიიღებენ შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროგრამებიდან.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ: 822 29 47 11

ბანერები