ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

შვეიცარიის ციურიხის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა "დემოკრატიის ბარომეტრი“

შვეიცარიის ციურიხის უნივერსიტეტი აცხადებს სადოქტორო სტიპენდიების პროგრამას: "დემოკრატიის ბარომეტრი”.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქოდეთ მინიმუმ მაგისტრის ხარისხი შემდეგ სფეროებში:  პოლიტიკური მეცნიერებანი, ეკონომიკა, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, საჯარო პოლიტიკა, მათემატიკა და სხვა სოციალურ - სტატისტიკური მეცნიერებანი.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს მოეთხოვებათ სადოქტორო ნაშრომის დამუშავება. კვლევის პერიოდში ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ უნივერსიტეტში არსებული ბაზებით.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ანალიტიკური აზროვნების უნარი და სრულყოფილად ფლობდნენ ინგლისურ ენას. პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტებისათვის გამოყოფილი ყოველწლიური სტიპენდიის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 40.000 - 47000 შვეიცარულ ფრანკს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ინგლისურ ენაზე ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

•    სამოტივაციო წერილი;
•    კვლევითი სადოქტორო ნაშრომის მონახაზი (მაქსიმუმ 500 სიტყვა);
•    რეზიუმე (CV);
•    აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი სრული დოკუმენტაციის ასლები;
•    სამაგისტრო ნაშრომის თეზისები;
•    ორი საკონტაქტო პირის მონაცემები (რეკომენდაციისთვის).

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 12 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები