ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდიების პროგრამა

შვედური ინსტიტუტის ბალტიის ზღვის რეგიონის პროგრამა იწვევს წარმატებულ სტუდენტებსა და მკვლევრებს 2012/13 სასწავლო წლისათვის სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით.

ცხადდება 40 სტიპენდია 2012/13 სასწავლო წლის სადოქტორო და პოსტსადოქტორო პროგრამებზე. სტიპენდია ფარავს ცხოვრებისა და მგზავრობის თანხებს. ასევე ცხადდება 40 სტიპენდია სამაგისტრო პროგრამებზე და ითვალისწინებს სწავლისა და ცხოვრების თანხების ანაზღაურებას. სადოქტორო და პოსტსადოქტორო პროგრამები ითვალისწინებს კვლევის განხორციელებას ნებისმიერი მიმართულებით.

სადოქტორო და პოსტსადოქტორო პროგრამებზე განაცხადების ელექტრონული ფორმის გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 31 იანვარი, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე - 2012 წლის 15 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები