ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

შვედეთის ჯონკოპინგის საერთაშორისო ბიზნეს სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიები

შვედეთის ქალაქ იენჩეპინგის ჯონკოპინგის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა აცხადებს სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამას შემდეგ მიმართულებებში:
•    ეკონომიკა, ვაჭრობა და პოლიტიკა;
•    საერთაშორისო ფინანსური ანალიზი;
•    საერთაშორისო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომწოდებელთა ქსელის მენეჯმენტი;
•    საერთაშორისო მარკეტინგი;
•    მართვა გლობალურ კონტექსტში;
•    საინფორმაციო სისტემებისა და ნოვაციების მენეჯმენტი;
•    სტრატეგიული მეწარმეობა.

სწავლების ენა: ინგლისური.
პროგრამის ხანგრძლივობა: 1-2 წელი.


განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 17 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები