ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს "სახელმწიფო გრანტი მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში საერთო კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებისა და შემდგომში ამ პროგრამების საქართველოში გადმოტანის მიზნით".
 
საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო ცენტრის შექმნა უცხოეთის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების გამოცდილების გათვალისწინებით.
 
საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინოს ქართულმა უნივერსიტეტმა. ერთ უნივერსიტეტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა. პროექტი უნდა მომზადდეს პარტნიორ უცხოურ კვლევით დაწესებულებასთან ერთად.
 
პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ერთობლივი სამეცნიერო კვლევის განხორციელებას პარტნიორ ორგანიზაციაში, ასევე უნდა შეიცავდეს აუცილებელ საგანმანათლებლო კომპონენტს მასთან დაკავშირებული დოქტორანტურის პროგრამის/პროგრამების სახით.
 
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი შეიძლება იყოს დოქტორი, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
 
პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს ოთხ წელს. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება ყოველწლიურად არ უნდა აჭარბებდეს 700 000 ლარს.
 
ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსება  შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:
ა) პოსტ-დოქტორული სტიპენდია;
ბ) სტიპენდია დოქტორანტებისათვის;
გ) დამხმარე და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება;
დ) მივლინება, რომელიც გულისხმობს პროექტში მონაწილე ახალგაზრდა დოქტორებისა და დოქტორანტების სამეცნიერო კონფერენციებზე გამგზავრების, აგრეთვე, საქართველოდან პარტნიორ ორგანიზაციაში გამგზავრებისა და უკან დაბრუნების ხარჯებს;
ე) საქონელი და მომსახურება;
ვ) სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის, მათ შორის კვლევისთვის საჭირო გამოთვლითი და სხვა ტექნიკის შესაძენი ხარჯები.
 
ფონდში საკონკურსო მასალების წარდგენა შესაძლებელია 2011 წლის 1 თებერვლიდან 2011 წლის 1 მარტის ჩათვლით, სამუშაო დღეებში, 10:00-18:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები