ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

შლუმბერგერის ფონდის სადოქტორო ან პოსტ–სადოქტორო სტიპენდიები ქალებისთვის განვითარებადი ქვეყნებიდან ფიზიკასა ან მონათესავე მეცნიერებებში

შლუმბერგერის საერთაშორისო ფონდი აცხადებს სტიპენდიებს ქალებისთვის განვითარებადი ქვეყნებიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სადოქტორო ან პოსტ–სადოქტორო სწავლებებით ფიზიკაში, საინჟინრო საქმესა თუ სხვა მონათესავე დისციპლინებში და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მოპოვება სურთ საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
•    მიეკუთვნებოდნენ მდედრობით სქესს;
•    წარმოადგენდნენ განვითარებადი ქვეყნის მოქალაქეებს;
•    მოტივირებულნი იყვნენ გაიარონ სადოქტორო ან პოსტ–სადოქტორო სწავლება ფიზიკასა თუ მონათესავე მეცნიერებებში;
•    განაცხადი ჰქონდეთ შეტანილი, წინასწარშერჩეულნი ან მიღებულნი იყვნენ საზღვარგარეთის უნივერსიტეტში;
•    გამოავლინონ მოტივაცია, რათა სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში აკადემიური კარიერის გასაგრძელებლად;
•    იყვნენ აქტიურები პედაგოგიურ საქმიანობასა და ფაკულტეტთან სხვაგვარი თანამშრომლობის საკითხებში, აგრეთვე შეეძლოთ გააფართოვონ მოღვაწეობა ფიზიკის თუ მონათესავე მეცნიერებებში ახალგაზრდა ქალთა მიზიდვის მიზნით;
•    გამოირჩეოდნენ საუკეთესო აკადემიური მოსწრებით.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ნოემბერი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები