ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

შევენინგის სტიპენდიები

ცხადდება Chevening -ის სტიპენდიები  შემდეგ სფეროებში:
•    კონფლიქტების მოგვარება;
•    კანონის უზენაესობა;
•    ადამიანთა უფლებების დაცვა და მართვა;
•    მედიის განვითარება, სასამართლო სისტემის და დემოკრატიული რეფორმა.

მოთხოვნები:
•    კანდიდატი    უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და განცხადების წარდგენის დროს ცხოვრობდეს საქართველოში;
•    ვალდებულია ფლობდეს უმაღლესი განათლების დიპლომს;
•    უნდა გააჩნდეს სამუშაო გამოცდილება საქმიანობის შერჩეულ სფეროში;
•    შესანიშნავად ფლობდეს ინგლისურ ენას.

სტიპენდია ბრიტანეთში სწავლების საფასურს ფარავს 12 თვის მანძილზე (საცხოვრებელი ხარჯებისა და საერთაშორისო ფრენის ჩათვლით).

თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ  ‘on-line’ რეგისტრაცია.
       
,,ონლაინ” სააპლიკაციო ფორმების მიღება წარმოებს 2011 წლის 21 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე.

განცხადების ფორმები განიხილება და 2012 წლის 13 იანვრისთვის შედგება ნახევარფინალისტთა სია. (არასრულად შევსებული ფორმები არ განიხილება; განმცხადებელი ვალდებულია, უზრუნველყოს განცხადების სრულყოფილად შევსება). შერჩეული კანდიდატები 2012 წლის 21 იანვარს გაივლიან ოფიციალური ინგლისური ენის ტესტს IELTS-ს.

კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ IELTS-ის საჭირო ქულას (6.5 და ზევით), გადავლენ შემდეგ ეტაპზე. კანდიდატებს მოეთხოვებათ შეასრულონ წერითი დავალება (ესე), რომლის შემდეგაც შესაძლო კანდიდატები მიწვეული იქნებიან გასაუბრებაზე 2012 წლის 13-დან 17 თებერვლამდე. გასაუბრების ჩატარების პერიოდში კანდიდატები უნდა იმყოფებოდნენ თბილისში.

საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2012 წლის მარტის დასაწყისში. შერჩევის კომიტეტის გადაწყვეტილება იქნება საბოლოო.

ღია კარის დღე პოტენციური ჩივნინგის კანდიდატებისათვის ჩატარდება 13 დეკემბერს 11 საათზე ბრიტანეთის საბჭოს ოფისში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები