ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

”შავი ზღვის კავშირის” სტიპენდიის პროგრამა

ცხადდება "შავი ზღვის კავშირის" სტიპენდიის პროგრამაზე განაცხადების მიღება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა მკვლევარებს მოლდავეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ასევე შავიზღვისპირეთის სხვა რეგიონებიდან. მკვლევარები უნდა იყვნენ დოქტორანტურის სტუდენტები ან ფლობენ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს.

პროგრამით გათვალისწინებული გრანტები საშუალებას აძლევს სტიპენდიანტებს, რუმინეთში ცხოვრების პერიოდში დაამუშავონ პროექტები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.

უპირატესობა ენიჭებათ ასაკით 40 წელს ქვემოთ მყოფ კანდიდატებს.

პროგრამის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (5 თვე)
• 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2011 წლის 28 თებერვლის ჩათვლით;
• 2011 წლის 1 მარტიდან 2011 წლის 31 ივლისამდე.

ან

სრული სასწავლო წელი (10 თვე)
• 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2011 წლის 31 ივლისამდე.

სასწავლო კურსი ჩატარდება ბუქარესტის ,,მოწინავე სწავლების ახალ ევროპულ კოლეჯ-ინსტიტუტში."

სტიპენდია მოიცავს ყოველთვიურ ანაზღაურებას 650 ევროს ოდენობით (საკომისიოს გარეშე), საცხოვრებლით უზრუნველყოფას, საერთაშორისო ტრანსპორტირებას სამშობლოდან და უკან; სთავაზობს სტიპენდიანტებს 1 თვიან კვლევით მოგზაურობას მათ მიერ არჩეულ საზღვარგარეთის დაწესებულება-ორგანიზაციაში.

სასწავლო კურსის სამუშაო ენები: ინგლისური, გერმანული და ფრანგული. სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

აპლიკაციის ფორმის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 იანვარი.

სტიპენდიაზე დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
www.nec.ro

ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობებათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333
ტ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები