ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სემინარი სახელწოდებით ”სოლიდარობის აკადემია 2011"

სემინარი "სოლიდარობის აკადემია" განკუთვნილია სტუდენტებისათვის როგორც პოლონეთიდან, ასევე სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, მოლდავეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან.  სემინარი ჩატარდება პოლონეთის ქალაქ გდანსკში 2011 წლის 8 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით.

სემინარის დანიშნულებაა სოლიდარობის განვითარების ტრადიციების დაცვა და განვითარება.

სემინარის ხანგრძლივობა: 5 დღე.

მიღებული განაცხადების შესაბამისად, "სოლიდარობის აკადემიის" ორგანიზატორები კონკურსის წესით შეარჩევენ 50 კანდიდატს (10 პოლონეთიდან და 40 სხვა სახელმწიფოებიდან).

"სოლიდარობის აკადემია 2010"-ის ორგანიზატორები იღებენ ვალდებულებას აანაზღაურონ თითოეული კანდიდატის საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფის, აგრეთვე პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელი ნებისმიერი სხვა ხარჯები.

გარდა ამისა, სემინარის მონაწილეებს აუნაზღაურდებათ დაზღვევისა და ნაწილობრივ მგზავრობის ხარჯებიც. საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნული ხარჯები აუნაზღაურდებათ 1000 ზლოტის (პოლონური ფულის ერთეული) ოდენობით. კანდიდატებმა თავად უნდა იზრუნონ პოლონეთში გასამგზავრებელი ვიზის მოპოვებაზე.

სავალდებულო დისციპლინებთან ერთად, სემინარის მონაწილეები მონაწილეობას მიიღებენ სამიდან ერთ-ერთ თემატურ სწავლებაში. აღნიშნული სწავლებებია: სოლიდარობის იდეა, სოციალური ცვლილებანი და სოციალური თანამშრომლობა. განაცხადის შევსებისას კანდიდატებს უფლება აქვთ სურვილისამებრ მიუთითონ ერთ-ერთი ამ სასწავლო კურსთაგან, თუმცაღა პროგრამის ორგანიზატორებს უფლება აქვთ აპლიკანტის განაცხადის განხილვის შემდეგ არ მოახდინონ მის მიერ განაცხადში უშუალოდ მითითებულ მიმართულებაზე განაწილება, არამედ გაანაწილონ დანარჩენ ორთაგან ერთ-ერთ მიმართულებაზე.

არა პოლონეთის მოქალაქეთათვის განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 20 მარტი, 18.00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები