ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სემინარი სახელწოდებით ”სოლიდარობის აკადემია 2010"

სემინარი "სოლიდარობის აკადემია" განკუთვნილია სტუდენტებისათვის როგორც პოლონეთიდან, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. უახლოესი სემინარი ჩატარდება პოლონეთის ქალაქ გდანსკში 2010 წლის 25 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით.

სემინარის დანიშნულებაა სოლიდარობის განვითარების ტრადიციების დაცვა და განვითარება.

სემინარის ხანგრძლივობა: 5 დღე.

მიღებული განაცხადების შესაბამისად, "სოლიდარობის აკადემიის" ორგანიზატორები კონკურსის წესით შეარჩევენ 60 კანდიდატს.

"სოლიდარობის აკადემია 2010"-ის ორგანიზატორები იღებენ ვალდებულებას აანაზღაურონ თითოეული კანდიდატის საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფის, აგრეთვე პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელი ნებისმიერი სხვა ხარჯები.

გარდა ამისა, სემინარის მონაწილეებს აუნაზღაურდებათ დაზღვევისა და ნაწილობრივ მგზავრობის ხარჯებიც. საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნული ხარჯები აუნაზღაურდებათ 1000 ზლოტის (პოლონური ფულის ერთეული) ოდენობით. კანდიდატებმა თავად უნდა იზრუნონ პოლონეთში გასამგზავრებელი ვიზის მოპოვებაზე.

სავალდებულო დისციპლინებთან ერთად, სემინარის მონაწილეები მონაწილეობას მიიღებენ სამიდან ერთ-ერთ თემატურ სწავლებაში. აღნიშნული სწავლებებია: სოლიდარობის იდეა, სოციალური ცვლილებანი და სოციალური თანამშრომლობა. განაცხადის შევსებისას კანდიდატებს უფლება აქვთ სურვილისამებრ მიუთითონ ერთ-ერთი ამ სასწავლო კურსთაგან, თუმცაღა პროგრამის ორგანიზატორებს უფლება აქვთ აპლიკანტის განაცხადის განხილვის შემდეგ არ მოახდინონ მის მიერ განაცხადში უშუალოდ მითითებულ მიმართულებაზე განაწილება, არამედ გაანაწილონ დანარჩენ ორთაგან ერთ-ერთ მიმართულებაზე.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველ არაპოლონეთის მოქალაქეთათვის განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 18 მარტი.

შესავსები სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.akademiasolidarnosci.pl/en/apply/form

პროგრამასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვებ-გვერდი:
http://www.akademiasolidarnosci.pl/en/academy/about

ან მიმართეთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ:822 29 47 11.

 

 

ბანერები