ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სემინარი "საქართველოს სადაზღვევო სისტემა"

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი გიწვევთ სემინარზე "საქართველოს სადაზღვევო სისტემა".

სემინარის დასახელება:    
საქართველოს სადაზღვევო სისტემა

სემინარის თემა:       
1.    სადაზღვევო სისტემა
•    სადაზღვევო სისტემა და სტრუქტურა;
•    სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური და ფინანსური მაჩვენებლები;
•    სადაზღვევო კომპანიების სტატისტიკური და ფინანსური მაჩვენებლები;
•    სადაზღვევო პროდუქტები;
•    სამედიცინო დაზღვევა: მიღწევები და პრობლემები.

2.    სამედიცინო დაზღვევა
•    სამედიცინო დაზღვევის პრინციპები;
•    სახელწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამები;
•    არასახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამები;
•    სადაზღვევო და სამედიცინო სისტემების ურთიერთკავშირი.

3.    დაზღვევის სახელმწიფო რეგულირება
•    სადაზღვევო კანონმდებლობა;
•    რეგულირების პრინციპები;
•    სადაზღვევო ინტერესები და უფლებები;
•    სადაზღვევო პროცესების სამოქალაქო მონიტორინგი.

თემის აქტუალურობა:
•    დაზღვევის აუცილებლობა საქმიანობის ყველა სფეროში;
•    პიროვნების და ორგანიზაციის სადაზღვევო ინტერესების პროფესიონალურად დაცვა;
•    ზრდადი ბაზარი და დაზღვეულთა დიდი რაოდენობა;
•    მოთხოვნის ზრდა პროფესიონალებზე;
•    საქმის ხარისხიანად ორგანიზება, საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დაცვა,  კარიერული წინსვლა.

ვისთვის იქნება საინტერესო და სასარგებლო:
•    სამედიცინო ორგანიზაციათა თანამშრომლებისათვის;
•    იურისტებისთვის;
•    რისკ-მენეჯერებისთვის;
•    ფინანსური კონსულტანტებისთვის;
•    მასმედიის წარმომადგენლებისათვის;
•    სტუდენტებისთვის;
•    სადაზღვევო მომსახურების მომხმარებელთათვის;
•    ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის;
•    სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლებისათვის;
•    სადაზღვევო საბროკეროს თანამშრომლებისათვის.

მონაწილეობის ფასი:
სემინარებზე რეგისტრაციის ფასი: 35 ლარი / სხვა გადასახადი: მონაწილისათვის უფასო (იფარება საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის მიერ)

სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადაა 2011 წ. 24 ივნისი.

სემინარის ჩატარების თარიღი და დრო:
რიგით პირველი 30 დარეგისტრირებული მონაწილისათვის - 2011 წ. 25 ივნისი (შაბათი), 12:00 სთ. – 15:20 სთ.
რიგით მეორე 30 დარეგისტრირებული მონაწილისათვის - 2011 წ. 26 ივნისი (კვირა), 12:00 სთ. – 15:20 სთ.
ყველა მონაწილეს გადაეგზავნება შეტყობინება მონაწილეობის თარიღის შესახებ.
დარეგისტრირების თარიღად ითვლება საბანკო ანგარიშზე რეგისტრაციის ფასის ჩარიცხვის თარიღი.

საბანკო რეკვიზიტები:
ანგარიშის ნომერი: GE73BS0000000006836573 GEL 
მიმღები: ა/ა კავშირი "საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი“, ს/კ: 200146751
ბანკი: სს კბ "ბაზისბანკი“,  220101956
დანიშნულება: სემინარში მონაწილეობა

თანხის ჩარიცხვის შესახებ  გთხოვთ შეგვატყობინოთ იმავე დღეს.

სემინარის დასრულებისთანავე გაიცემა საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის სერტიფიკატი.

გადმოგეცემათ შემდეგი ელექტრონული მასალა:
1.     სემინარის სლაიდები;
2.     სადაზღვევო ბაზრის და სადაზღვევო კომპანიების სტატისტიკური და ფინანსური მაჩვენებლები;      
3.     საქართველოს სადაზღვევო კანონმდებლობა;
4.     საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის კვლევების შედეგები.

სემინარების ჩატარების ადგილი:
,,საქართველოს უნივერსიტეტის” შენობა, თბილისი, კოსტავას გამზირი 77ა (სპორტის სასახლესა და სააკაძის მოედანს შორის, შენობისკენ შემოსასვლელი - ჰალიკ-ბანკის მოპირდაპირე მხარეს), აუდიტორია # 211.

რეგისტრაციისთვის ელ-ფოსტაზე მოგვწერეთ:
•    სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად (სერტიფიკატი ინგლისურენოვანია);
•    ორგანიზაცია და თანამდებობა;
•    თუ რეგისტრაციის ფასს იხდის ორგანიზაცია, გთხოვთ მიუთითოთ ამის შესახებ;
•    ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი;
•    პირადი ნომერი.

სემინარზე დასწრების დღეს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ფასის გადახდის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტის ასლი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები