ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სემინარი კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში

კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტთან (UCB) არსებული სლავურ, აღმოსავლეთ- ევროპულ და ევრაზიულ სწავლებათა ინსტიტუტი (ISEEES) კავკასიის კვლევით რესურს-ცენტრებთან (CRRC) თანამშრომლობით აცხადებს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სტიპენდიანტი სტუდენტების განაცხადების მიღებას ისტორიისა და სოციალურ მეცნიერებათა განხრით. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ბერკლის უნივერსიტეტის ორდღიან სემინარში, რომელიც ჩატარდება 2010 წლის 17 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით. სემინარი ფინანსდება ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის საქველმოქმედო გრანტით.
კარნეგიის სტიპენდიით მოსარგებლე თითოეულ სტუდენტს საშუალება ექნება, იმუშაოს ბერკლის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის ორ გამოცდილ მეცნიერ-მუშაკთან, აგრეთვე, კარნეგის სტიპენდიის ძირეული საკითხების მცოდნე მაგისტრანტთან ერთად, რათა მოხდეს სტუდენტებისა და დიპლომირებული სპეციალისტებისათვის გათვალისწინებული სილაბუსისა და სასწავლო მასალების განვითარება, ამასთანავე, ინოვაციური სწავლებების, მეთოდებისა და ტექნოლოგიების კვლევა. სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

საჰაერო მგზავრობის, სასტუმროსა და კვების ხარჯები ანაზღაურდება სლავურ, აღმოსავლეთ- ევროპულ და ევრაზიულ სწავლებათა ინსტიტუტის (ISEEES) მიერ. ამასთანავე, ISEEES-ი თითოეულ სტიპენდიანტს დაუფარავს, ან შემდგომში აუნაზღაურებს სასწავლო მასალების შეძენისა და კოპირების აუცილებელ ხარჯებს 600 ა.შ.შ. დოლარის ფარგლებში. თითოეული შერჩეული კანდიდატი ISEEES-ისგან მიიღებს სპეციალურ მოსაწვევ ბარათებს, თუმცა, კარნეგის ყოველი სტიპენდიანტი პასუხისმგებელი იქნება თავად მოიპოვოს ა.შ.შ-ში გასამგზავრებელი ვიზა კავკასიის კვლევითი რესურს-ცენტრების (CRRC) ბაქოს, თბილისის ან ერევანის ადგილობრივი ოფისების დახმარებით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს.
  • პირებს, რომლებიც ფლობენ მეცნიერებათა კანდიდატის ან უფრო მაღალ სამეცნიერო ხარისხს;
  • პირებს, რომელთაც აქვთ დამოუკიდებელი კვლევის ჩასატარებლად და განხილვა-დებატებში მონაწილეობისათვის საკმარისი ინგლისური ენის ფლობის დონე წერის თუ მეტყველების კუთხით.

კონკურსანტებს მოეთხოვებათ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • სამოტივაციო განცხადება (აპლიკანტის კვლევითი და პედაგოგიური გამოცდილება და მომავალი გეგმები, არაუმეტეს 3 გვერდისა);
  • აკადემიური კვლევის ნიმუში (არა უმეტეს 10 გვერდისა);
  • რეზიუმე (CV).

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 12 თებერვალი.

სტიპენდიასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, აგრეთვე სააპლიკაციო ფორმების მისაღებად იხილეთ შემდეგი ვებგვერდი: http://iseees.berkeley.edu/caseproject.html#app.

ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № F 306
ტ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები