სემესტერული სტიპენდიები გერმანისტებისთვის
სტიპენდიის მიღების შემთხვევაში გერმანისტიკის ფაკულტეტის, გერმანული, როგორც უცხო ენისა და მთარგმნელი - რეფერენტის სპეციალობის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ერთი სემესტრი ისწავლონ გერმანიაში DAAD-ს მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებელში და მოამზადონ სადიპლომო (ბაკალავრიატის, სამაგისტრო) ნაშრომი.
სემესტრული სტიპენდიები იწყება 2009 წლის ოქტომბრიდან და გრძელდება ერთი სემესტრი (5 თვე).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გერმანისტიკის (ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა), აგრეთვე გერმანული, როგორც უცხო ენისა და მთარგმნელი-რეფერენტის სპეციალობის წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებიც განაცხადის შემოტანის მომენტში იმყოფებიან მესამე კურსზე.
კონკურსანტის შერჩევისას მნიშვნელობა ექცევა, როგორც მის აკადემიურ მოსწრებას, ასევე მოტივაციის წერილს, რომელშიც დამაჯერებლად იქნება ჩამოყალიბებული კონკურსანტის პირადი თუ პროფესიული ინტერესები გერმანულ უნივერსიტეტთან მიმართებაში
საჭირო საბუთები: საბუთების პაკეტი წარმოდგენილ უნდა იქნას სამ ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი (იგულისხმება არა დედანი, არამედ ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი და მისი ორი ასლი).
დიპლომები თავისი ნიშნების ფურცლით ნოტარიუსის გარდა შესაძლოა, დაამოწმოს უმაღლესმა სასწავლებელმა.
ფორმულარი ივსება გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. თარგმანები შეიძლება შესრულებულ იქნას როგორც გერმანულ, ისე ინგლისურ ენაზე. ორივე შემთხვევაში არჩევანი კეთდება იმ ენის სასარგებლოდ, რომელ ენაზეცაა დაგეგმილი კვლევა.
საბუთები ჩაბარებული უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობის მიხედვით.
• Online-ფორმულარი. კონკურსანტმა სრულყოფილად უნდა შეავსოს PDF-ფორმატში წარმოდგენილი ფორმულარი, ამობეჭდოს იგი და წარმოადგინოს სხვა საბუთებთან ერთად.
• 3 ფოტოსურათი (გთხოვთ, ჩააკრათ ფოტო სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ადგილას) .
• ტაბელარული ავტობიოგრაფია (CV) .
• მოტივაციის წერილი (წერილში მოცემული უნდა იყოს აქამდე გაწეული სამუშაოს დაწვრილებითი აღწერა და დაგეგმილი სადიპლომო ან სამაგისტრო ნაშრომის ძირითადი ასპექტების მიმოხილვა) .
• ერთი ქართველი პროფესორის რეკომენდაცია (ივსება შესაბამისი ფორმულარი) .
• ამონაწერი ნიშნების ფურცლიდან (მას შემდეგ რაც დოკუმენტი ითარგმნება გერმანულ ენაზე, საჭიროა მისი ნოტარიული დამოწმება).
• საშუალო სკოლის ატესტატი ნიშნების ფურცელთან ერთად (მას შემდეგ, რაც დოკუმენტი ითარგმნება გერმანულ ენაზე, საჭიროა მისი ნოტარიული დამოწმება).
• ენის სერტიფიკატი - TestDaF, ZOP, KDS, DSD, DSH. მისი არქონის შემთხვევაში კონკურსანტი რეგისტრირდება OnDaF-ტესტზე ( www.ondaf.de) და წერს მას მიმდინარე წლის ნოემბერში (კონკურსანტებს ქუთაისის უნივერსიტეტიდან შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ DAAD-ლექტორთან ქუთაისში).
• პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი (თუკი ასეთი არსებობს). არასრული საბუთები არ განიხილება ! საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 30 ოქტომბერი (18:00 სთ.)
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებ გვერდი:http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325#Germanistik
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333. ტ: 8 99 21 16 70; 8 77 23 77 18. (ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).