ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სემესტერული სტიპენდიები დამამთავრებელი კურსის გერმანისტებისთვის

სტიპენდიის ფარგლებში გერმანისტიკის ფაკულტეტის, გერმანული როგორც უცხო ენისა და მთარგმნელი - რეფერენტის სპეციალობის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, იმუშავონ გერმანიის რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში თავიანთ სადიპლომო ნაშრომზე, რომელიც საბოლოოდ საქართველოში უნდა დაიცვან.

მოკლევადიანი სტიპენდია გერმანისტებისთვის გრძელდება სამ თვეს და არ ექვემდებარება გაგრძელებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გერმანისტიკის (ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა), აგრეთვე, გერმანული როგორც უცხო ენისა და მთარგმნელი-რეფერენტის სპეციალობის წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებიც სტიპენდიის ძალაში შესვლის პერიოდისთვის (2010 წლის სექტემბერი) იქნებიან დამამთავრებელ კურსზე და იმუშავებენ სადიპლომო ნაშრომზე.

საჭირო საბუთები:

საბუთების პაკეტი წარმოდგენილ უნდა იქნას სამ ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი (იგულისხმება არა დედანი, არამედ ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი და მისი ორი ასლი).

დიპლომები თავისი ნიშნების ფურცლით ნოტარიუსის გარდა შესაძლოა დაამოწმოს უმაღლესმა სასწავლებელმა.

ფორმულარი ივსება გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. თარგმანები შეიძლება შესრულებულ იქნას როგორც გერმანულ, ისე ინგლისურ ენაზე. ორივე შემთხვევაში არჩევანი კეთდება იმ ენის სასარგებლოდ, რომელ ენაზეცაა დაგეგმილი კვლევა.

საბუთები ჩაბარებული უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობის მიხედვით.

• Online - ფორმულარი (ფორმულარის სრულყოფილად შევსების შემდეგ საჭიროა მისი ამობეჭდვა/ იხილეთ ფორმულარის შევსების წესები).

• 3 ფოტოსურათი (სამივე ფოტო ორიგინალი)

• ავტობიოგრაფია (CV)

• სადიპლომო ნაშრომის კონცეფცია

• გერმანიაში ჩასატარებელი სამუშაოს გეგმა

• გერმანელი ლექტორის თანხმობა ხელმძღვანელობაზე

• ერთი ქართველი პროფესორის რეკომენდაცია (ივსება შესაბამისი ფორმულარი)

• ამონაწერი ნიშნების ფურცლიდან (მას შემდეგ რაც დოკუმენტი ითარგმნება გერმანულ ენაზე, საჭიროა მისი ნოტარიული დამოწმება).მაგისტრატურის სტუდენტები წარმოადგენენ ბაკალავრის დიპლომს ნიშნების ფურცელთან ერთად.

• საშუალო სკოლის ატესტატი ნიშნების ფურცელთან ერთად (მას შემდეგ რაც დოკუმენტი ითარგმნება გერმანულ ენაზე, საჭიროა მისი ნოტარიული დამოწმება).

• ენის სერტიფიკატი - TestDaF, KDS, DSH, DSD, ZOP, ZMP სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში კონკურსანტი რეგისტრირდება ენის ტესტზე ონლაინ რეჟიმში .

• პრაქტიკის დამადასტურებელი სერტიფიკატები (თუკი ასეთი არსებობს) არასრული საბუთები არ განიხილება !

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი (18:00 სთ.).

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325#Germanistik

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333. ტ: 8 99 21 16 70; 8 77 23 77 18. (ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).

ბანერები