ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საზაფხულო სკოლა - კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი

5-17 ივლისს, ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ევროპული სამართლის აკადემია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სახალხო დამცველთან თანამშრომლობით, იწვევს დაინტერესებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საზაფხული სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.   

საზაფხულო სკოლა შედგება ორი ალტერნატიული მოდულისაგან:   

1. საკუთრების უფლება;   
2. ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში.   

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ ერთი მოდული.   

საზაფხულო სკოლის ლექციებს და სემინარებს გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი ლექტორები, მათ შორის: ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების და შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლოს მოსამართლეები; ქუინის, უტრეხტის, სასექსის და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორები.   

სავალდებულო მოთხოვნები:   
•    დაინტერესებული კანდიდატი უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე კურსდამთავრებული;
•    თავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას.   

უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

საჭირო დოკუმენტები:
•    CV;
•    სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვა).

დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 11 ივნისი 18.00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11.

ბანერები