საზაფხულო სკოლა ბათუმში „ევროპული სისხლის სამართალი“
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური იწვევს სტუდენტებს საზაფხულო სკოლა ბათუმში მონაწილეობის მისაღებად. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართალცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოდან, სასომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
სამუშაო ენა: გერმანული (სინქრონული თარგმნის თანხლებით)
განსახილველი თემები:
• შესავალი ევროპულ სისხლის სამართალში;
• ევროპული ეკონომიკური სისხლის სამართალი;
• ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
მოწვეული პროფესურა:
პროფ. დოქ. ჰ. ალვარტი (იენის უნივერსიტეტი)
პროფ. დოქ. მ. ჰეგერი (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი)
პროფ. დოქ. ბ. ჰაინრიხი (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი)
პროფ. დოქ. დ. კრაუსი (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი)
განაცხადის ბოლო ვადა: 31 ივლისი 2010.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.