ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საზაფხულო სკოლა: 2010 წლის მე–5 საერთაშორისო სასწავლო პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის

ევროპულ და ჩრდილო-ატლანტიკურ საკითხთა ცენტრი (CENAA) აცხადებს განაცხადების მიღებას გლობალური უსაფრთხოების გარემოს ჩამოყალიბების საკითხებისადმი მიძღვნილი მე-5 საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული სასწავლო კურსი ჩატარდება 2010 წლის 26 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით. მოცემული საზაფხულო სკოლა განკუთვნილია პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის მფლობელი კანდიდატებისათვის. პროგრამა ახალგაზრდებს ერთკვირიან სასწავლო ფორუმში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
სწავლების ენა: ინგლისური.
სასწავლო კურსის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 აპრილი

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის - ცენტრის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11

 

ბანერები