ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საზაფხულო კურსები გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში

სტიპენდიები გაიცემა გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების მიერ შემოთავაზებული ენისა და ქვეყანათმცოდნეობითი კურსების გასავლელად. კონკურსანტი თვითონ ირჩევს გერმანიის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ საზაფხულო კურსს.

კურსების ხანგრძლივობა სულ მცირე 3 - 4 კვირას მოიცავს. კურსი გერმანულ ენაზე მიმდინარეობს და როგორც წესი დგება ზაფხულში, არდადეგების პერიოდში.

DAAD გასცემს გერმანიაში ყოფნის თანხას 650 ევროს. ამას ემატება კურსის გადასახადი 200 ევრო და გერმანიამდე თვითმფრინავით მგზავრობის ხარჯი 600 ევრო. საერთო ჯამში სტიპენდია შეადგენს 1450 ევროს. სტიპენდიანტი ვალდებულია ჩაეტიოს მოცემულ თანხაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი თვითონ ფარავს წარმოქმნილ ხარჯებს.

კონკურსანტი, როგორც წესი თვითონ ირჩევს ენის კურსს. თუმცა, შეზღუდული ადგილების გამო, უფლებას იტოვებს, აუცილებლობის შემთხვევაში, თვითონ გადაანაწილოს კონკურსანტი.

სტიპენდიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი სპეციალობის წარჩინებულ სტუდენტს, რომელსაც განაცხადის შემოტანის მომენტში დამთავრებული აქვს მინიმუმ ორი კურსი და არ იმყოფება დამამთავრებელ კურსზე.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებს, რომლებიც ასწავლიან გერმანისტიკას, არ აქვთ ხარისხი დაცული და არ შესრულებიათ 32 წელი.

მაგისტრის ხარისხის მქონე კონკურსანტების, ასევე დოქტორანტების მონაწილეობა კონკურსში დაუშვებელია.

სტუდენტებს მოეთხოვებათ გერმანული ენის კარგი ცოდნა (მინიმუმ B 1), რათა შეძლონ მოხსენებების და ლექციების მოსმენა და ჩაერთონ ჯგუფურ მეცადინეობაში. კონკურსანტებისათვის სავალდებულოა ენის ტესტის გავლა. ტესტი არ ეხებათ მათ, ვინც ფლობს ენის საერთაშორისო დიპლომს TestDaF, ZOP, KDS, DSH, ZMP.

ენის ტესტი, სავარაუდოდ, შედგება 2009 წლის 11 ოქტომბერს.ტესტზე რეგისტრაცია შესაძლებელია DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრში, DAAD-ს ლექტორატში ტექნიკურ უნივერსიტეტში და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2009 წლის 9 ოქტომბერი. ტესტზე რეგისტრაციის მსურველებმა უნდა იქონიონ ერთი ფოტოსურათი.

სააპლიკაციო ფორმულარის შევსებისას კონკურსანტმა თვითონ უნდა მიუთითოს მის მიერ არჩეული გერმანული ენის ორი კურსი.

საჭირო საბუთები: საბუთების პაკეტი წარმოდგენილ უნდა იქნას ერთ ეგზემპლარად.დიპლომები თავისი ნიშნების ფურცლით ნოტარიუსის გარდა შესაძლოა, დაამოწმოს უმაღლესმა სასწავლებელმა.

საბუთები ჩაბარებული უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობის მიხედვით.

• Online-ფორმულარი (ფორმულარის სრულყოფილად შევსების შემდეგ საჭიროა მისი ამობეჭდვა).

• 1 ფოტოსურათი (ორიგინალი)

• ავტობიოგრაფია (CV)

• მოტივაციის წერილი (გერმანიაში ენის კურსის გავლის მოტივაცია)

• ერთი ქართველი პროფესორის რეკომენდაცია (ივსება შესაბამისი ფორმულარი)

• ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან (მას შემდეგ, რაც დოკუმენტი ითარგმნება, საჭიროა მისი ნოტარიული დამოწმება)

• სკოლის ატესტატი ნიშნების ფურცელთან ერთად (მას შემდეგ რაც დოკუმენტი ითარგმნება, საჭიროა მისი ნოტარიული დამოწმება)

• გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა, გაცემული DAAD-ს მიერ. კონკურსანტებს, რომელთან უკვე აქვთ ენის საერთაშორისო დიპლომი (TestDAF, ZOP, KDS, DSD, ZMP ), თავისუფლდებიან DAAD-ს ტესტისაგან. არასრული საბუთები არ განიხილება!

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 30 ოქტომბერი (18:00 სთ.)

დამატებითი ინფორმაცია გერმანიის უნივერსიტეტში ენის კურსების შესახებ იხ. www.daad.de/sommerkurse

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333. ტ: 8 99 21 16 70; 8 77 23 77 18.(ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).

ბანერები