ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სასწავლო-სამაგისტრო პროგრამა 2010-2011 წწ

სსიპ „განვითარებისა და რეფორმების ფონდი" აცხადებს სასწავლო - სამაგისტრო პროგრამას 2010-2011 წლისათვის.

„განვითარებისა და რეფორმების ფონდის" სასწავლო-სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული ბაკალავრის ხარისხი და მისი ასაკი არ აღემატება 40 წელს.

ამ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მთავარი პირობაა, რომ კანდიდატი ჩაირიცხოს ფონდის მიერ წინასწარ შერჩეული უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პრიორიტეტულ სპეციალობაზე. უნივერსიტეტების სია განთავსებულია ფონდის ვებგვერდზე.

უნივერსიტეტში საბუთების შეტანისა და მიღების პროცედურებს კანდიდატი ფონდისგან დამოუკიდებლად აწარმოებს. უნივერსიტეტიდან თანხმობის წერილის მიღების შემდეგ, კანდიდატი ფონდის ვებგვერდზე გადის რეგისტრაციას და ავსებს სააპლიკაციო ფორმის ელექტრონულ ვერსიას არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივნისისა. ყველა საჭირო საბუთის წარდგენის შემდეგ კანდიდატი გადის გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. საკონკურსო კომისიას ადგენს „განვითარებისა და რეფორმების" ფონდის სამეურვეო საბჭო. დაფინანსების მიღებასა და თანხის რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაცია აპლიკანტს მიეწოდება გასაუბრებისთანავე ან გასაუბრებიდან არა უგვიანეს 1 კვირის ვადაში.საჭირო საბუთები:• პირადი ინფორმაცია;• განათლება;• დიპლომები;• სამუშაო გამოცდილება;• რეკომენდატორების რეკვიზიტები;• მოტივაციის წერილი;• მოთხოვნილი თანხის ოდენობა და დანიშნულება.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი: www.drf.org.ge.

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 8 99 21 16 70, 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები